-
2015-09-20 22:53
უნგრეთის საზღვარზე 7 წლის საიდის მამის თავგანწირულ გარღვევასა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" რონალდუსთან ხელიხელჩაკიდებულ გამოსვლას შორის სულ 11 დღიანი მონაკვეთია. საიდი ბედნიერია განსხვავებით იმ დღისგან, როცა უნგრელი ჟურნალისტი ქალის მიერ ამაზრზენი ჟესტის - დადებული სარმის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.
როგორც მალევე გაირკვა, ოსამა მოხსენი, რომელიც ატატებული შვილით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, სირიაში პირველი დივიზიონის საფეხბურთო გუნდს წვრთნიდა. მისით მალევე დაინტერესდა ესპანური საფეხბურთო აკადემიის CENAFE-ს პრეზიდენტი. მან El Mundo-ს ჟურნალისტს მიმართა, რომელიც მიუნხენში მამა-შვილის საძებრად გაემგზავრა, ერთერთ ფეხბურთელთან ერთად და ისინი მართლაც იპოვა კაფეში, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩს უყურებდნენ.
აკადემიამ მოხსენს დასაქმება შესთავაზა, ხოლო მანამდე, სანამ ფინანსურად თავად იქნება უზრუნველყოფილი, კვებისა და ბინის ფულს გადაუხდის. აკადემია ასევე დაეხმარება მამა-შვილს ესპანური ენის შესწავლაში. სულ მალე ესპანეთში მოხსენის ცოლი და ორი ქალიშვილიც ჩავლენ. საერთო ჯამში ესპანეთი 17.000 ლტოლვილს მიიღებს.
ხოლო მანამდე 7 წლის ბიჭუნას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე", "გრანადასთან" მატჩის წინ მინდორზე კრიშტიანო რონალდუსთან ერთად გავიდა...



