-
2015-09-19 17:17
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის სასტარტო შეხვედრაში კარგად ითამაშა და ტონგის ნაკრები 17:10 დაამარცხა. ქართველმა ბორჟღალოსნებმა მოედანზე ბოლო 8 წუთი კაცნაკლულებმა გაატარეს.
თამაშგარე მდგომარეობიდან აქტიურობის გამო მსაჯმა მოედანი მერაბ კვირიკაშვილს დაატოვებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველებს თამაში 14 კაცით უნდა დაესრულებინათ. ბოლო 10 წუთი, ზოგადად, ტონგელების შტურმით აღინიშნებოდა და ერთხელ აშკარა ლელოსაც გადავურჩით, როცა ტონგელ მორაგბეს ჩვენს ხაზთან ბურთი წინ მხარით გადაუვარდა და დამიწება ვერ მოახერხა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ლელო და უკანა ხაზის შესანიშნავი თამაში, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: საქართველოს ნაკრებს 150-ზე მეტი ბოჭვა ჰქონდა, ტონგას კი - სამჯერ ნაკლები.
ეს C ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო. ამ ჯგუფში საქართველოსა და ტონგას გარდა, ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ნამიბიის ნაკრები გუნდები ასპარეზობენ.
