
რუსეთში პოპულარულ გადაცემაში "ბრაჩნოე ჩტივო" გავიდა სიუჟეტი ქალზე, რომელიც ეჭვობდა, რომ ქმარი დაქალთან ღალატობდა და მაძებრები დაიქირავა, რათა სიმართლე დაედგინა.
მაძებრებმა ფარული თვალთვალის მეშვეობით შეისწავლეს ვიქტორის მარშრუტი, ნახეს მისი შეხვედრა ცოლის დაქალთან, თუმცა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ვერონიკას (ცოლს) სთხოვეს ნებართვა, სახლში დაემონტაჟებინათ ფარული კამერები, რატა გაეგოთ, რა მოხდებოდა, როცა ვერონიკას არყოფნის დროს იქ ერთმანეთს სწორედ "ეჭვმიტანილი" დაქალი, ვიქტორი და ვერონიკას და - პოლინა უნდა შეხვედროდნენ.
შეხვედრა მართლაც შედგა, მაგრამ ვიქტორთან ბინაში მხოლოდ მისი ცოლისდა, პოლინა მივიდა. სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა, რადგან აღმოჩნდა, რომ ვიქტორს სწორედ ცოლისდასთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები. შეთანხმების მიხედვით, გადაცემის ჯგუფმა ეს ამბავი ვერონიკას - ვიქტორის ცოლს შეატყობინა, რომელმაც სასწრაფოდ გადაწყვიტა, საკუთარ დასა და ქმარს საძინებელ ოთახში დადგომოდა თავზე, რაც გააკეთა კიდეც...