აშშ-ში სამმეტრიანი ალიგატორი კანალიზაციის ჭიდან ამოძვრა და ქუჩაში დადიოდა (ვიდეო)

Image

ამერიკულ ქალაქ ლაპლასის (ლუიზიანა) მცხოვრებლები უსიამოვნოდ გაოცებული დარჩნენ, როცა ქუჩაში მოხეტიალე სამმეტრიანი ალიგატორი დაინახეს, რომელიც, როგორც გაირკვა, კანალიზაციის ჭიდან ამოძვრა. 

 

გიგანტური რეპტილია ქუჩაში დადიოდა, მანქანებს კუდს ურტყამდა და ერთერთი სახლის შესასვლელი გაღებას თავითაც კი შეეცადა. 

 

"მეგონა, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს ვუყურებდი", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა, რომელიც ნიანგს დილით, სამსახურში მიმავალი გადაეყარა. მან მობილურით გადაღება დაიწყო, მაგრამ მანამდე შერიფს დაურეკა, რომელმაც, თავის მხრივ, მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

 

იმ სახლში მცხოვრები ცოლ-ქმარი, სადაც ნიანგი "აკაკუნებდა", იხსენებს, რომ მხოლოდ შემთხვევით არ გააღეს კარი, როცა "კაკუნი" მოესმათ:

 

"სწორედ ამ დროს მეზობელ ქალს დაურეკავს შერიფისთვის. ვერც წარმოიდგენთ, როგორია, როცა დილით შერიფი გირეკავს შემდეგი ტექსტით: "გამარჯობა, შერიფი გაწუხებთ, თუ შეიძლება, კარი არ გააღოთ, თქვენს სახლში ნიანგი ცდილობს შესვლას...", - ამბობს სახლში მცხოვრები ქალი. 

 

ქალაქში მცხოვრებლები იხსენებენ, რომ აქ ნიანგები ადრეც უნახავთ, მაგრამ ისინი შედარებით მცირე ზომისა იყვნენ. 

 

საბოლოოდ, ნიანგი სამართალდამცველებმა და ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენლებმა შეიპყრეს და სპეციალურ სამყოფელში მოათავსეს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !