-
2015-09-09 12:19
უნგრული N1TV-ის ჟურნალისტი პეტრუ ლასლო სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც რესკეში, სერბეთის საზღვართან ლტოლვილების ნაკადის მოზღვავებისას გადაღებული ვიდეომასალა გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, როგორ გამოსდო სარმა ჟურნალისტმა ქალმა სავარაუდოდ, სირიელ მამაკაცს, რომელიც ხელში აყვანილ ბავშვთან ერთად პოლიციელს დაუსხლტა ხელიდან.
ეს ვიდეომასალა სხვა ჟურნალისტმა, გერმანელმა სტეფან რიხტერმა გამოაქვეყნა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და მან ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის, უნგრეთშიც, რის შემდეგაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჟურნალისტის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაევრცელებინა.
კადრებში პეტრუ ლასლოს სხვა ქმედებებიც ჩანს - როცა ლტოლვილები გარბიან, ის ფეხს ურტყამს ორ გაქცეულს, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონას. იმ შემთხვევაში, თუ პეტრუ ლასლოს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


