
სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აივენგო რიკაძემ ფინალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა ფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ელ საიედი 11:2 დაამარცხა.
ფინალამდე აივენგო რიკაძემ ირანელი მოჰამედრეზა როსტამი 7-2, უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი 2-2 და ყაზახი მერეი ბეკენოვი 4-3 დაამარცხა.
„აფხაზეთის ხმა“ ულოცავს ამ წარმატებას ჭაბუკ მოჭიდავეს, მის მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს.