
"ფეისბუქზე" პოპულარულია "ჩაკრულოს" პაროდია, რომლის ავტორია იუზერი Ta Ta'mara. "ქოცური "ჩაკრულო" - ასე ეწოდება პაროდიას.
ქოცური "ჩაკრულო"
რუსებთან შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ბევრი ვჭამოთ და ბევრი ვსვათ,
თავს დავინგრიოთ ბანია.
სააკაშვილის ყმობითა
ვაშლი ვერ ვყიდე გოდრითა,
რუსეთში ვერ გავიტანე
ქალებში ზმორვა–გორვითა.
რუბლო, მოსკოვში ნაჭედო,
თბილისს ხადურმა გაგფერა,
ილიათოლამ გაკურთხა
ჩვენ ლართან ჯვარი დაგწერა.
მტერო, დამჩაგრე, რა მოხდა,
ტირილი ქართველთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
ბევრჯერაც დამიკვნესია.
მაცალე, ერთი თავს ვისვა
ვაზელინისა მალამო,
თან "ბაბაია" გეძახო,
თან ჩემს მიწაზე გალაღო,
არ გაწყენინო, არ გავნო,
რა დროს ხმალი და კვესია,
სულ წმინდად მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დამითესია...