-
2015-05-20 20:25
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წყვილი, რომელსაც ძალიან უნოდა შვილი, თითქმის დაუძლეველი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ამ ოჯახის ისტორიას, რომელსაც მოულოდნელი და, თითქოს დაუჯერებელი ფინალიც კი აქვს, „ასოშიეტედ პრესი“ აქვეყნებს.
ემილი ჯორდანის მისი მეუღლის სურვილს, შვილი ჰყოლოდათ, მედიკოსების ვერდიქტი წინ გადაეღობა: ემილის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კობოს დამარცხება მხოლოდ ერთი გზით - ქირურგიული ჩარევითა და საშვილოსნოს ამოჭრით იყო შესაძლებელი.
წყვილს მეორე შოკი მაშინ ელოდა, როცა ოპერაციისწინა სამზადისის დროს აღმოჩნდა, რომ ემილი ორსულად იყო. იმის შანსი, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო და ახალშობილიც მოვლენოდა ქვეყანას, არ არსებობდა. ექიმებმა წყვილს ერთადერთი გამოსავალი დაუტოვეს: ემბრიონისთვის სუროგატი დედის მოძებნა.
ემილიმ და მისმა ქმარმა იდეა აიტაცეს და სუროგატი დედის ძებნას მიჰყვეს ხელი. მათ შორს წასვლა არ დასჭირვებიათ. მალე იპოვეს ქალი, რომელმაც თანხმობა გასცა, სრულიად უფასოდ გაეჩინა წყვილისთვის შვილი. ამ ქალს სიდნი ჰქვია და ის ემილის... დედაა.
ფოტოებზე, რომელიც „ასოშიეტედ პრესმა“ გადაიღო, ემბრიონის სუროგატი დედა, ემილი და მისი ქმარი ერთადაც არიან აღბეჭდილი. ისინი დროს ერთად ატარებენ, ერთად ზრუნავენ მომავალ ახალშობილზეც. მით უმეტეს, რომ ემილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.



