-
2015-05-03 23:42
სანკტ-პეტერბურგში პედოფილებისგან შემდგარი ოჯახების შემზარავ ქსელურ დანაშაულზე წერს ადგილობრივი გამოცემა. სამართალდამცველებმა გამოავლინეს, რომ პედოფილთა ოჯახები სექსუალური გართობის მიზნით ერთმანეთში შვილებს ცვლიდნენ.
პოლიციისთვის ამ დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქში 10 წლის, უმეთვალყურეოდ დარჩენილი გოგონა იპოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ სტუმრად იმყოფებოდა ოჯახურ წყვილთან, რომელიც რუდნევის ქუჩაზე ცხოვრობს.
ბავშვმა პოლიციელებს უამბო, რომ იქ პორნოგრაფიული ვიდეო უჩვენეს, შემდეგ შიშველს ფოტოები გადაუღეს, ხოლო შემდეგ ბინის პატრონმა მამაკაცმა და იქ მყოფმა ქალმა სექსუალური აქტი დაამყარეს, გოგონას კი აიძულეს, მათთვის ეყურებინა.
გაირკვა, რომ წყვილს თავიანთი, 9 წლის ბიჭუნაც ჰყავს, რომელიც მათ გოგონას მშობლებს სწორედ გოგონას „მიქირავების“ სანაცვლოდ გაუგზავნეს. გოგონას დედა და ბიჭის მამა „მეგობრობენ“, ხოლო ბიჭის გამოკითხვისას დადგინდა, რომ ის მამის მეგობარ ქალს, მინიმუმ, რამდენჯერმე შეხვდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სექსუალური ხასიათის ძალადობის გამო არასრულწლოვანზე. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პედოფილს ხანგრძლივად თავისუფლების აღკვეთა ელის. ორივე ბავშვი ოჯახებიდან გაიყვანეს და ბავშვთა სახლებში, ცალ-ცალკე მოათავსეს, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა მშობლების უფლების ჩამორთმევის პროცედურები დაიწყეს.