
"რუსთავი-2"-ის 2013 წლის კურიოზებზე დაყრდნობითა და სერიალ "ჩემი ცოლი დაქალების" ახალი სეზონის ფრაგმენტებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სახალისო ვიდეორგოლი ვრცელდება.
სერიალის ახალი პერსონაჟი - დუდუ, რომელიც ერთერთ მინისტრს ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება და დიდაქტიკური, აფორიზმული მეტყველებითა და აზროვნებით გამოირჩევა, "ფეისბუქის" ქართულენოვან იუზრებში იმთავითვე გახდა პოპულარული.
"დუდუ - ქართველი სუპერმენი!"; "დუდუ პრემიერად!"; "დუდუ - ქართველი ჩაკ ნორისი, რომელიც ყველაფერს აგვარებს!" - ასეთი ირონიული შეფასებები დაიმსახურა პერსონაჟმა.
"ფეისბუქზე" ატვირთულ ვიდეორგოლში სერიალის პერსონაჟი დუდუ დაუკავშირეს ქართული სატელევიზიო სივრცის კულუარებში და ჟურნალისტებს შორის კარგად ცნობილ დუდუ კურდღელიას, რომელიც უკვე წლებია, "რუსთავი-2"-ში მუშაობს და ყველა აქტუალური ონლაინჩართვის ან პირდაპირ ეთერში გასული გადაცემების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია ტექნიკური კუთხით.
2013 წელს, გადაცემის ჩაწერამდე დუდუს ხშირად ხსენებამ ნინო შუბლაძის გადაცემაში "პოზიცია" ირაკლი ღარიბაშვილიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა: "ვინ არის დუდუ? აქ არის თუ გარეთ არის?"; "დუდუ, კარგად ვზივარ?"; "ნინო მეჩხუბება, დუდუ მეჩხუბება..." - ამბობს ის კადრებში, რომლებიც კურიოზებში, ტრადიციულად, 2013 წლის ბოლოს "კურიერში" უჩვენეს.
სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ეს ფრაზებია მიბმული სერიალის პერსონაჟ დუდუს ფრაზაზე, რომელსაც ის თბილისიდან ბათუმში მიმავალი, მანქანაში ამბობს.