
1990 წლის 30 აპრილს პირველად შედგა ქართველ ცხენოსანთა შოუ ჰოლანდიის მიწაზე რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მაშინდელი დანერგვითი-საწარმოო ცენტრი "იბერია-89" ხელმძღვანელი ბ-ნი თენგო გოგია და ფრანგული ფირმა "არის-ნინო" ხელმძღვანელი ბ-ნი შალვა თაყაიშვილი.
მაშინ როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთის ოლქად იცნობდნენ, ჩატარდა შოუ ცხენოსნებით, მოცეკვავეეებით, მოჯირითეებით, საცირკო სანახაობით და მას ერქვა ქართული შოუ და არა საბჭოთა ან რუსული შოუ.
შეიძლება, დღეს აღარავის გაუკვირდეს ეს ამბავი, მაგრამ მაშინ ეს კოსმოსში გასვლის ტოლფასი იყო. ერთ ციდა საქართველოს არავინ არ იცნობდა და ამ შოუთი ბევრმა თუ არა, ჰოლადიელების საკმაო ნაწილმა მაინც ნახა და გაიგო რა იყო საქართველო.
შოუ, რომელიც მაშინ ჩატარდა, არც პომპეზურობით გამოირჩეოდა და არც ფართომასშტაბიანი იყო,მაგრამ იმ დროისათვის, პატარა საქართველოსათვის დიდი და სიკეთით სავსე საქმე გახლდათ. დღეს ამ ლამაზი სანახაობიდან ოცდახუთი წელი გავიდა - დღეს ეს შოუ იუბილარია.
ინგა სახელაშვილი
„აფხაზეთის ხმა“ ულოცავს ბ-ნ თენგო გოგიას ამ დღეს და მადლობას უხდის ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის; ასევე, ვულოცავთ ყველას, ვინც ამ დღეს მიიღო მონაწილეობა სანახაობაში რათა ჩვენი ქვეყანა ევროპაში წარმოეჩინა.