
ნოვოროსიისკის ერთერთი საცეკვაო სკოლის მოსწავლე გოგონების კლიპი, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომში დაცემულთა ხსოვნის მემორიალთან გადაიღეს, ეროტიკული შინაარსის გამო სკანდალის საფუძველი გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლიპის დამონტაჟებული ვერსიის ინტერნეტში გავრცელების გამო შეშფოთება გამოთქვეს და შიდა გამოძიების დაწყებით დაიმუქრნენ. არაა გამორიცხული, საცეკვაო სკოლა საერთოდაც დახურონ.