
"ხაკასია ცეცხლშია გახვეული, ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს?"; "პუტინ, გამოგვიგზავნე ფული, ცუდად ვართ"; "ბაიკალის მხარე ყველამ დაივიწყა? უკრაინას კვებავთ, ჩვენ კი..."; "როგორ ვიარსებოთ თვეში 10 ათასი რუბლით? თუმცა, ვერანაირი პუტინი ამაზე ვერ გვიპასუხებს"; "გუბერნატორების ჩხრეკა რომ ჩავატაროთ, მაშინვე გამოვალთ კრიზისიდან"; "როდის გადადგება პუტინი?".
ეს და სხვა მწვავე შეკითხვები, რომლებიც ტექსტური შეტყობინების სახით გადიოდა ეკრანზე, პირდაპირ ეთერში მოხვდა. როგორც ჩანს, შემოსული შეტყობინებების ფილტრის მიუხედავად, ზოგი შეტყობინება მაინც გაიპარა.