Forbes: "სააკაშვილის ქართული რეფორმები საერთაშორისო ბრენდად იქცა

Image

"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საგაზაფხულო შეტევისთვის ემზადება", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა "ფორბსი", სადაც რუსეთის გეგმებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებზეცაა საუბარი. 

 

სტატიის ქართული ვერსია "თავისუფალმა ზონამ" გამოაქვეყნა, რომელსაც "აფხაზეთის ხმაც" გთავაზობთ. სტატიის ავტორი მელიკ კეილანია:

 

"ჩემი სანდო წყაროების თანახმად უკრაინაში, რომელსაც მე 2 კვირის წინ ვესტუმრე, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან გაიშალნენ, სადაც ისინი სამ ეშელონად დაიყვნენ, რათა უკრაინის სამხედრო ძალები ყველა ფრონტზე გაანადგურონ.

 

ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა კამათობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება მომავალში იყოს ირანის ბირთვული ამბიციები. ამ დროს კი ერთი ქვეყანა ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, თავისუფლად შედის და ახდენს ევროპის ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას და ამას სულ უფრო ინტენსიურად ახორცილებს.

 

უკვე შესამჩნევი ხდება, რომ პუტინს არ შეუძლია გაჩერება, რათა გადაიტანოს მსოფლიოს მედიის ყურადღება სხვა მოვლენებზე: პეკინის ოლიმპიადა და საქართველო, სოჭის ოლიმპიადა და ყირიმი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და დონბასი და ა. შ. ამ დრომდე, ჩვენ ყველას დასკვნები უნდა გამოგვეტანა და გაგვეგო, რომ ყველა მისი სამხედრო კამპანია წინასწარ იყო გათვლილი, სანამ ეს მოვლენები მოხდებოდა.

 

ვინაიდან, ჯერ ხომ ყველა ლოგიკური პრობლემის მოგვარებაა საჭირო. იმისათვის, რომ საბრძოლველად გადაისროლო ასობით სამხედრო ტექნიკა, გადაალახიო მათ საზღვარი, ამ ყველაფრის მოსამზადებლად რამოდენიმე თვეა საჭირო.

 

ასე რომ ნუ ვეძებთ ბრალს სხვებში. არ არსებობდა არავითარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არც "უკრაინელი ფაშისტების" არსებობა იყო ყირიმსა და დონბასში. არაფერს არ მოუხდენია აგრესიის პროვოცირება. ძირითადად, რუსების მიერ დასახელებული ე.წ. "პროვოკაციებით" მანიპულირება ბევრად ადრე იყო დაგეგმილი და შემუშავებული და ამ ყველაფერს რუსული პროპაგანდა უწყობდა ხელს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაზე ვრცელდებოდა, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო საზოგადოების შემდგომ რეაქციაზე.

 

ახლა თითქოს არ ღირს ამაზე საუბარი, თითქოს ყველამ ყველაფერი გაიგო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. სააკაშვილის "ველურ და გაუაზრებელ" ქმედებებს არ გამოუწვევია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმა 2008 წელს.

 

რუსეთის ტანკები უკვე დასეირნობდნენ როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. მაშინდელი დროის რადიო საუბრების მოპოვებული მასალა, რომელიც გამოქვეყნდა კიდეც და რომლებზეც დასავლეთმა იგნორი მოახდინა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამტკიცებენ იმდროინდელი მოვლენების ქრონოლიგიას.

 

სინამდვილეში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხედროებს მკაცრი ბრძანება გასცა, არ ეპასუხათ აგრესიაზე, მაშინ როდესაც მათ პოზიციებზე ინტენსიური თავდასხმები ხდებოდა. მათ გააპროტესტეს კიდეც ეს ბრძანება ისევე, როგორც ქართული სოფლების მაცხოვრებლებმა.

 

თუ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ პასუხობს აგრესიას, ეს ყველაფერი იმ შედეგამდე მივა, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობდა: რეჟიმის შეცვლა. აი ასე მუშაობს პუტინი. პუტინმა აჩვენა, თუ როგორია თამაშის წესები. თქვენ ეწინააღმდეგებით და აგებთ, არ ეწინააღმდეგებით და მაინც აგებთ.

 

თუმცა ყველას არ მოუხდენია ამ ფაქტებზე იგნორირება. უკრაინელები მიხვდნენ იმ გაფრთხილებას, რომელიც მათ საქართველო-რუსეთის ომის დროს მიიღეს. მათ ჰქონდათ არჩევანი: ან ეცხოვრათ პოსტსაბჭოური მახრჩობელა კორუფციის პირობებში და დაუსრულებლად გადაედოთ ის დრო, როდესაც ისინი საბოლოოდ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებად იგრძნობდნენ თავს, ან აემაღლათ ხმა და ამის შედეგად რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა.

 

მათ გადაწყვიტეს გაერისკათ და მეორე გზა აირჩიეს. ანუ მათ საკუთარი მომავლის შექმნა გადაწყვიტეს, გადაწყვიტეს საკუთარი არჩევანის უფლება დაემკვიდრებიათ, რაც არ უნდა მომხდარიყო უკრაინელებმა ასე არჩიეს, იმის ნაცვლად, რომ უფლება მიეცათ ელიტისთის, რომელიც ქვეყანას უბრძანებდა სად და როგორ მოქცეულიყო და რა გადაწყვეტილებები მიეღო ამა თუ იმ საკითხებზე. ამასთან არჩევანი მხოლოდ მექანიკური პროცესი იყო.

ჩვენ ვხედავთ კლასიკურ ორთაბრძოლას ახალგაზრდა პრო-დასავლურ დემოკრატიასა და დესპოტურ იმპერიას შორის. ისტორია უკვე ძველია, როგორც სამყარო. ეს იყო გენეზისის შესახებ ცნობილი დასავლური მითი. ძველი ბერძნები თავად ირჩევდნენ საკუთარ ბედ-იღბალს და აგრძელებდნენ ბრძოლას სპარსეთის უძლეველი იმპერიის წინააღმდეგ.

 

ახალგაზრდა რომის იმპერიამ რამოდენიმე დამარცხების მიუხედავად მაინც გადალახა ჰანიბალი. ყველა ამ ისტორიის მიღმა თავისუფალი ერების სიმტკიცე, დაუმარცხებლობა და თვითგამორკვევა დგას. ეს ორგანული ძალაა, რომელიც თავად პროცესში იზრდება, და ისინი სტრატეგიულ ძალებს და კორუმპირებულ დიდ სახელმწიფოებს იწვევენ.

 

უკრაინაში სრული აღორძინების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. სახალხო რევოლუციას არ უთქვამს უარი საკუთარი მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდი მასშტაბის გარე ძალები უკრაინელი ხალხის დამორჩილებას და გაჩუმებას ცდილობდნენ. ეს არის სწორედ ის ამაღელვებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა დასავლური ღირებულებები, მიუხედავად იმისა რომ მათ განადგურებით ემუქრებიან.

 

უკრაინამ საკუთარ ქვეყანაში პატიოსანი და კომპეტენტური ქართველი ტექნოკრატები მოიწვია, რათა მათ საკუთარ თავზე აეღოთ ანტიკორუფციული კამპანიის ძირითადი ფუნქციები. თქვენ უბრალოდ დაფიქრდით და მიხვდებით: ქვეყანა საკუთარი ნებით იწვევს უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რათა ისინი უკრაინას გაუძღვნენ. წარმოიდგინეთ რამდენად მტკიცედ აქვს უკრაინას გადაწყვეტილი იცხოვროს საკუთარი იდეალების თანახმად. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს საკონსულტაციო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედის.

 

საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირები ახლა უკვე ანალოგიურ პოსტებს იკავებენ უკრაინაში. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რეფორმები, რომლებიც სააკაშვილმა საკუთარ ქვეყანაში გაატარა, მსოფლიო ბრენდად იქცა.

 

რამოდენიმე წლის შემდეგაც კი ხვადასხვა ქვეყნების მთავრობები მას ხვდებოდნენ ერთი რამის გასაგებად, თუ როგორ ემართათ თავიანთი ქვეყნები ისე, რომ საქართველოში მიღებული შედეგებისთვის მიეღწიათ.

 

უკრაინაში შეგვიძლია ორი მაგალითი მოვიყვანოთ და ეს საკმარისი იქნება. ქარიზმატული და აფსოლუტურად პროფესიონალი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ზღულაძე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საკუთარ სამშობლოში და ის ახლა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ის იმდენად მოთხოვნადი იყო საქართველოში, რომ ივანიშვილმა მას საქართველოში დარჩნაც კი სთხოვა. მან კი უარი განაცხადა (წარმოიდგინეთ რა კონფლიქტი იქნებოდა მათ შორის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილმა მაფიოზური პრაქტიკა დააბრუნა საზოგადოებაში).

 

ახლა ეკა ზღულაძე უკრაინაში სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზაციას ახორციელებს. ამას ის ყოველმხრივ აკეთებს, დაწყებული ბიუროკრატიული აპარატებიდან, დამთავრებული რიგითი პერსონალით. ის ნამდვილი აღმოჩენაა. ზუსტად ასეთივე მშრომელი და სამართლიანია დავით საყვარელიძე, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მერე კი პარლამენტის დეპუტატი სააკაშვილის პარტიიდან.

 

ის ახლა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეა. მან მიზნად დაისახა პოლიტიკოსების ზეგავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო, დაუბრუნოს პროკურატურას საზოგადოებრივი ნდობა და აღმოფხვრას ამ სისტემაში არსებული მექრთამეობა. ისინი ორივე ახალგაზრდები, გამოცდილი და თავდადებული იდეალისტები არიან. მათ შეეძლოთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეცხოვრათ და მაღალი ხელფასები ჰქონოდათ, ამის ნაცვლად კი მათ 24 საათიანი მუშაობა აირჩიეს, რათა ემსახურონ უკრაინელ ხალხს.

 

ისინი ორივე მეუბნებოდნენ, რომ მაიდანის იდეალების თანახმად ცხოვრობენ, ეხმარებიან უკრაინელებს ეროვნული აღორძინების დამკვიდრებაში, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული.

 

მაშინ როდესაც დასავლურ ღირებულებებს თითქმის ყველგან ამახინჯებენ და აკომპრომეტირებენ, დასავლეთ ქვეყნების ზოგიერთ ქვეყნებშიც კი, ერთადერთი ადგილი სადაც დასავლეთის პულსი სწორად ფეთქავს არის უკრაინა და მათ განადგურებით ემუქრებიან. პუტინს ესმის, რომ მთავარი რაც არ უნდა ასავლეთს, არის ის რომ არ შეახსენონ პუტინს მათი არსებობის შესახებ".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !