"აბულაძე ციხეშივე იმუქრებოდა, გამოვალ და ყველა პოლიციელს გავამწარებო"

Image

გაზეთ ,,კვირის ქრონიკას“ წყაროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე პოლიციელების მისამართით ციხეში ყოფნისას იმუქრებოდა და ამბობდა, რომ გათავისუფლების მერე ყველას გაუსწორდებოდა. 

 

,,როცა შალვა აბულაძე, რომელსაც მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ჯერ სასჯელი ამნისტიით შეუმცირეს და მერე ,,უდოთი“ გამოუშვეს, კრიმინალები სახტად დარჩნენ, – ამ მანიაკს გარეთ რატომ უშვებენო.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, შალვა აბულაძე ციხეშივე იმუქრებოდა, აქედან გავალ თუ არა, ჩამოვუვლი და ვისაც მივწვდები, ყველა პოლიციელს გავამწარებო. ეს კაცი მანიაკია, თან კარგად მომზადებული“,- წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

 

გამოცემის ცნობით, გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა, დამნაშავეს აღნიშნულ პოლიციელებთან წარსულში რაიმე შეხება ჰქონდა თუ არა. ამასთან როგორც „ქრონიკა“ წერს, ბორჯომშიც და თბილისშიც ჩადენილი დანაშაული, ერთი და იგივე იარაღით არის ჩადენილი.

 

გამოცემის ცნობით, ეს ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა. “თუმცა ვიდრე გამოძიება ამას არ განაცხადებს, მანამდე მივიღოთ ეს ვერსიად და ვარაუდად“, – წერს “კვირის ქრონიკა“.

 

პორტალი "კვირა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !