
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელის კრიტიკაზე პასუხობს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი შეფასებები, რადგან ერთი კვირის წინ თინა ხიდაშელს შეხვდა და ამგვარი არაფერი უთქვამს.
„სრულიად გაუგებარია, რა ტიპის კომისიის შექმნას მოითხოვენ „თავისუფალი დემოკრატები", დღეს ამაზე სერიოზულად საუბარი არასერიოზულია, ირაკლი ალასანია არ არის კომპეტენტური სუბიექტი, იმისთვის, რომ ასეთი ტიპის მოთხოვნა წამოაყენოს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ირაკლი ალასანია „იმედის კვირაში“ ამბობს, სად შედგა შეხვედრა და როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა მიმდინარე მოვლენებზე იმ თინა ხიდაშელს, რომელსაც ის 20 წელზე მეტია, იცნობს.