-
2015-04-01 20:58
1 აპრილი თავისებურად აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ - მან ჟურნალისტები მოატყუა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე სინქრონის ჩასაწერად მზადმყოფმა მინისტრმა უცებ, სრულიად სერიოზული სახით გადახედა ოპერატორებს, "შეშფოთებული" სახე მიიღო და სხვათაშორის თქვა: "კამერიდან კვამლი ამოდის...".
შესაძლოა იმიტომ, რომ დავით სერგეენკო სერიოზული იმიჯის მქონე მინისტრადაა მიჩნეული, უკლებლივ ყველა იქ მყოფი ჟურნალისტი კამერებისკენ შეტრიალდა, ყველა ოპერატორმა კი თავის კამერას დახედა, რასაც სერგეენკოს სიცილი მოჰყვა...
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29