
როგორც მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი ამბობს, ირაკლის შემდეგ განცდილთან მიახლოებულ გრძნობასაც არ ზიარებია.
მისივე თქმით, ძნელია, ირაკლის შემდეგ ასეთი სიძლიერის მამაკაცს ისევ შეხვდეს. ამიტომაც არის მარტო.
თუმცა ჭორიკანა ქალაქი სულ „ფორმაშია“. ჩასაფრებულები არიან, ხან ვისთან დააწყვილეს, ხან – ვისთან. როგორ შეიძლება მარტო იყოსო?
„უნდათ, რომ რაღაცაში იყოს საქმე, რაღაც დამაბრალონ. მაგრამ არაფერში არ არის ეს საქმე და ხელის გულზეც ვჩანვარ. აღარ იციან თავის ფანტაზიას როგორი ფრთები შეასხან“.
ერთი-ორჯერ ისეთთან დამაბრალეს ურთიერთობა, საერთოდ რომ არც ვიცნობ...
ერეკლე დეისაძე ჩემი კარგი მეგობარია. მეგობარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს...
საკმაოდ ნიჭიერი, განათლებული და სწორი ადამიანია. მუსიკას რომ დაწერდა, მოსასმენად მიგზავნიდა. ხან სად ვხვდებოდით, ხან სად, კონცერტებზე. ერეკლეში იცით რას ვაფასებ – სხვისი წარმატება უხარია და სხვებივით არ კომპლექსდება და არ შურს. ეს სიძლიერეს ნიშნავს.
არაერთხელ უთქვამს რაღაც გავაკეთოთო. მერე მე ელექტრონული ჟღერადობის კონცერტი უნდა მქონოდა. ეკომ გიორგი ერგემლიძეს დამაკავშირა. მერე სამივემ ჩქარა ვიმუშავეთ პროექტზე და კარგი გამოვიდა. გვინდა დისკის სახით გამოვიდეს. ვაკეთებ იმას, რაც მიხარია და მისწორდება.
ექსტრავაგანტური წითელი ბოდეს ჩაცმა კონცერტამდე ერთი დღით ადრე გადავწყვიტე. ვიცი, რაც მიხდება. ვისაც არ მოეწონა მათი პრობლემაა. მე ობიექტურად მომეწონა,“ - აღნიშნა ქეთათო ჩარკვიანმა.
http://primetimenews.ge/