
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ავტომანქანას მეზობელმა გაფუჭებული კომბოსტოს კერძი გადაასხა ფანჯრიდან.
მომღერალმა მანქანა გასარეცხად მიიყვანა და ფოტოც გადაუღო.
„მრეცხავი ვერ უძლებს, ისეთი სუნია“ - წერს ფოტოს კომენტარში მომღერალი.
კომენტარებიდანვე გაირკვა, რომ ამჟამად ნინი გმირთა მოედანზე ცხოვრობს.
„მეზობელი ოჯახი მყავს, სავარაუდოდ რაღაც ველური ტომის წარმომადგენელი და ვერ ხვდება, რომ საჭმელი უნდა გადაყაროს და არ გადაასხას ფანჯრიდან“ - წერს გაბრაზებული ნინი ბადურაშვილი.