
ბათუმის სამშობიარო სახლში მშობიარე მაია ვერძაძის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის სამშობიაროში 29 მაია ვერძაძე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მშობიარეს მაღალი წნევა აღენიშნებოდა, რის გამოც ისინი საკეისრო კვეთის ჩატარებას მოითხოვდნენ.
ბათუმის სამშობიარო სახლმა საკეისრო კვეთაზე უარი თქვა, რასაც ბავშვის დაღუპვა მოჰყვა. დაგვიანებული მკურნალობის შემდეგ კი ვერც ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მოხერხდა.
გარდაცვლილის ოჯახი ბათუმელ მედიკოსებს არაკომპეტენტურობასა და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს და მათ დასჯას მოითხოვს.