
როგორ ცხოვრობს, რა გეგმები აქვს, რა რიტმში უწევს ყოფნა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში, როგორ ცხოვრობენ იქ თანამდებობებზე დანიშნული ქართველები, რას ფიქრობს უკრაინაში გასტროლებზე ჩასული ბუბა კიკაბიძე...
ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც წლების წინ აქტიურად, პირდაპირ ჩართვებში აშუქებდა "ნარინჯისფერ რევოლუციას", უკრაინის დედაქალაქი ამჯერად სხვა ამპლუაში - როგორც "ნანუკას შოუს" წამყვანმა და ავტორმა დალაშქრა.