-
2015-03-25 21:36
ჯოან მიურეი მხოლოდ იშვიათი შემთხვევითობის წყალობითაა ცოცხალი. ის 4 კმ-ის სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა, მაგრამ ძირითადი პარაშუტი არ გაიხსნა, ხოლო სათადარიგო გაიხსნა მიწამდე 700 მეტრის მანძილზე, მაგრამ იქვე ჩაიფუშა...
ჯოანი ამერიკულ ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი სკაიდაივერობას მისდევდა. 1999 წლის 25 სექტემბერს შესრულებული მისი ნახტომი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა: მიწაზე დაცემის დროს ჯოანის სხეულის ვარდნის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს აღემატებოდა, მან თავისუფალი ვარდნის რეჟიმში თითქმის 4 კმ დაჰყო.
მიწაზე დაცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯოანას კბილებიდან პლომბები დასცვივდა. მან სხეულის მარჯვენა მხარის დაზიანებები მიიღო, ის ორი კვირის განმავლობაში კომაში იყო. მას ოცი ოპერაცია გაუკეთეს და 17-ჯერ გადაუსხეს სისხლი.
ჯოანის გადარჩენა იმან განაპირობა, რომ ქალი ჭიანჭველების ბუდეში ჩავარდა. ეს იყო სამხრეთამერიკული წითელი ჭიანჭველების ბუდე. მათ სხვაგვარად ცეცხლოვან ჭიანჭველებსაც უწოდებენ და ცნობილია, რომ მათი შხამიანი ნაკბენი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სანამ ექიმები და მაშველები მოვიდოდნენ, ჯოანს ჭიანჭველებმა დაახლოებით 200-ჯერ უკბინეს.
მედიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ჭიანჭველების მტკივნეულმა კბენამ გადაარჩინა ქალი და მძაფრმა ტკივილმა გამოიწვია ადრენალინის გამოყოფა, რამაც მისი გული აიძულა, ემუშავა და არ გაჩერებულიყო. ქალის გადარჩენა ნამდვილ სასწაულად მოინათლა.
ჯოანმა გააგრძელა მუშაობა ბანკში და უარი თქვა ინვალიდის პენსიაზე, ხოლო 2002 წელს, დაახლოებით 20 გეგმიური ოპერაციისა და უთვალავი ფიზიკური ვარჯიშის კომპლექტის შესრულების შემდეგ, ჯოანმა თავისი 37-ე ნახტომი გააკეთა თვითმფრინავის ბორტიდან...
ვიდეო: პირველ ხტომას პარაშუტით მუდამ სირთულეები ახლავს
