
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის პირად მანქანას, ტოიოტას ჯიპს ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ინციდენტი აკურის ქუჩის 22 ნომერში მოხდა. ხანძრის ჩაქრობა მამუკა ჩოქურმა მეზობლების დახმარებით შეძლო.
მოქმედი გამგებელი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
http://rustavi2.com/