„ვინც გაიხარა ჩემი სიკვდილით, ან უკვე მკვდარი მაგინა, ღმერთმა გაპატიოთ“

Image

პარტია „იმედის“ თავმჯდომარე ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ ნეკროლოგს უკვე ორჯერ გადააწყდა.

 

მისი თქმით, თვალებს არ დაუჯერა, როდესაც მისი გადიდებული ფოტო, შემდეგ მშრალი ინფორმაცია და ბოლოს კომენტარებიც რომ იხილა.

 

„ბევრჯერ გამიგონია სხვადასხვა ადამიანისგან, ხან ხუმრობით, ხან სერიოზულად, ნეტა როცა მოვკვდები, ვინ როგორ მიტირებსო smile emoticon.

 

ხოდა ყველაფერი უბედურება ხო მე უნდა დამემართოს, და ამასაც ვერ ავცდი მოკლედ რა grin emoticon . ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჩემს ნიუსფიდში ერთ–ერთი საიტიდან (სახლის მცენარეები და ყვავილები) უცებ გაჩნდა პოსტი ჩემი გარდაცვალების შესახებ.

 

თვალებს არ ვუჯერებდი: ჩემი გადიდებული ფოტო, შემდეგ მშრალი ინფორმაცია, რომ მე გარდავიცვალე, და ამას კიდევ რა უჭირს – ქვევით კომენტარები, ნაირ–ნაირი, ზოგი ტირის, ზოგი ძაღლი მიაკვდა სულშიო, იგესლება და ზოგიც იფიცება, არ მჯერა, არ არსებობს, გუშინ თუ დღეს დილით პოსტავდაო grin emoticon.

 

მოკლედ გადავირიე grin emoticon . წყევლაზე და გინებაზე იმდენად არ მქონია რეაქცია: ჯერ ერთი, ამაზე უკვე იმუნიტეტი მაქვს და ვიცინი, მეორეც, უკვე მკვდარს მაგინებდნენ და რა მენაღვლებოდა. მაგრამ აი სამძიმრის და წუხილის კომენტარებმა გული დამითუთქა (ისე, ღადაობის გარეშე, მართლა დიდი ინტერესით კი ვკითხულობდი, ვის როგორ დაწყდა გული).

 

გადავწყვიტე კომენტარით მივშველებოდი დამწუხრებულებს, მეყვირა ცოცხალი ვარ-თქო, მაგრამ ოპციებში იმ საიტზე ჩემთვის, როგორც არაწევრისთვის, მხოლოდ ორი გრაფა იყო: like და share. დაშეარება, ანუ გაზიარება არ გამომივიდა, შეუძლებელიაო, მიწერდა და სხვა რა გზა მქონდა, დავიწყე იმ კომენტარების დალაიქება, სადაც ეწერა არ გვჯერა რო მოკვდაო, ანუ ამით ვანიშნებდი, რომ აქ ვარ და გილაიქებთ-თქო, აბა რა მექნა... grin emoticon.

 

მერე ისე მოხდა, რომ რაღაც პრობლემები წაეწყო და ეს ამბავი გადამავიწყდა, თორემ ვინ დამასწრებდა გასტატუსებას grin emoticon . მაგრამ დღეს ისევ გამოჩნდა იგივე პოსტი unsure emoticon ისევ იმ გადიდებული ფოტოთი, თან მაინც და მაინც ის ფოტო გაადიდეს, სადაც კარგად არ ვარ გამოსული unsure emoticon , მოკლედ ისევ ამანერვიულეს. ეხლა რო ვფიქრობ და ვიხსენებ, პირველად ეს ინფორმაცია როდის დაიდო, სავარაუდოდ დღეს ორმოცია და ამიტომ დაატრიალეს თავიდან heart emoticon.

 

მოკლედ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ვიუწყები, რომ ცოცხალი ვარ, უღრმესი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, რაც საკუთარ თავზე წავიკითხე, ვინც გაიხარა ჩემი სიკვდილით ან უკვე მკვდარი მაგინა, ღმერთმა გაპატიოთ heart emoticon. მე კი, თუ წლისთავამდე ვიცოცხლე, ალბათ ჩემი გადიდებული ფოტოთი კიდევ ერთხელ დავტრიალდები grin emoticon grin emoticon grin emoticon.

 

სტატუსი ინფორმაციულია“ - წერს ირინა სარიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !