
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი 19 მილიონია, თუმცა რაში იხარჯებას, რა არის ძველი თბილისის განვითარების ხედვა, როგორ უნდა გაამაგროს ძველი შენობები, - კაცმა არ იცის.
,,რა გახრწნილი კაციც არის თემურ ხომერიკი, ჰგონია, რომ ყველა ასე იქცევა.
ერთი, ეგ კაცი იკითხონ, უნივერსიტეტში როგორი კორუმპირებული ლექტორი იყო, როგორ მიჰქონდათ სტუდეტებს მისთვის ჩათვლისა და გამოცდებისთვის ფული, კარგად გაიკითხონ.
ძველი თბილისი ძალიან არაადეკვატური კაცის ხელში ჩააგდეს და ვისაც მოეკითხება, ამ საქმეს დროზე მიხედონ და ფონდს ხომერიკი ჩამოაცილონ.
კაცმა არ იცის, ხომერიკი ფონდის თავმჯდომარედ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ეს დავით ნარმანიას ბრალია, მისი პროტეჟეა. სერიოზული ეჭვი მაქვს, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ფონდი რომ შეამოწმოს, იქიდან ხელცარიელი არ წამოვლენ...
8 თვეა არაფერი გაუკეთებია და თვეში 6 000 ლარს იღებს. ხომერიკმა სად იწყება და სად მთავრდება ძველი თბილისი, არ იცის.
მერე ლაპარაკობენ, არაფერი კეთდებაო. არაფერი გაკეთდება, როცა ხომერიკისთანა კაცს დანიშნავ ფონდის ხელმძღვანელად.
თუ ეგ კაცი ფონდის თავმჯდომარეობიდან დროზე არ მოაშორეს, ძველი თბილისი უარეს დღეში ჩავარდება“,-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
„ალია“