
მას შემდეგ რაც „მარაოზე" გასულ გადაცემაში კესარია აბრამიძემ ქართველ მამაკაცზე ისაუბრა, რომელთანაც გიჟური რომანი აკავშირებდა, გავრცელდა ხმები, რომ ეს მამაკაცი ჩოგბურთელი რუსლან ჯანჯარიაა.
ჯანჯარია ამჟამად ასტანაში თამაშობს და იქ ცხოვრობს. აღნიშნული ჭორის გავცელემაბ რუსლანი წყობიდან გამოიყვანა.
„ჩვენ შეყვარებულები არ ვართ. ერთად ცხოვრებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
უბრალოდ დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ. მე საზღვარგარეთ ვიმყოფები, მყავს საცოლე და მალე მამა გავხდები,“ - აღნიშნა მან.
„მე არასდროს მითქვამს, რომ რუსლანი ჩემი შეყვარებულია. ამ ცრუ ინფორმაციის ავტორები რეკლამისთვისა და ჭორაობისთვის იყენებენ ფეისბუქზე დადებულ ფოტომასალას. ზოგადად ხალხს მოსწონს მსგავს თემებზე საუბარი, მაშინაც კი თუ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსლანი საზღვარგარეთაა და თავისი ოჯახი ჰყავს, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენ დიდი ხნის ძმაკაცობა გვაკავშირებს. მხოლოდ და მხოლოდ ძმაკაცობა! ის ჭორი, რომ თითქოს შეყვარებულები ვართ პირად ცხოვრებაში დიდ პრობლემებს მიქმნის. ჩემ გვერდით სხვა მამაკაცია, უბრალოდ არ მინდა გავახმაურო მისი ვინაობა.
მიმაჩნია, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის. უხერხული სიტუაცია შემექმნა თავად რუსლანთანაც, იმის მიუხედავად, რომ მომხდარს გაგებით მოეკიდა,“ - განაცხადა კესარიამ.
reitingi.ge