
ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.
მათი უმეტესობა იმ აზრს იზიარებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობამ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართველები გააერთიანა.
„მოკვდა, ინსულტმა ხია თუ წუხანდელ ღამენათევზე ჩამოეძინა იმ ჩვენი ცოდვით სავსეს, გაირკვა ბოლო-ბოლო?
ისე, ასეთი ერთსულოვნება ერში კარგა ხანია არ მინახავს.
ევრაზია ჭყოიძის, ჯეოსელ ყიფიანის და ვალერი კვარაცხელიას გარდა, მგონი არც არავინ დარდობს მის ჯანმრთელობაზე და ყველა სიამოვნებით კრუსუნებს. ეს ერი გამოვა მცხეთის კართან ცარ-ასვაბაძიწელის პატივსაცემად? მეტი არაა ჩემი მტერი,“ - წერს დავით ზურაბიშვილი.
„დათვი ჯერ არ მომკვდარა და უკვე მის ტყავს იყოფდნენო, - ასეა ქართულ ფბ-ზე პუტინის საქმე,“ - ანდაზა მოიშველია მერაბ მეტრეველმა.
„დაისვენებს მსოფლიო. ჩვენ ხომ დავისვენებთ და დავისვენებთ“, - შვებით ამოისუნთქა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
„ვისი ცუდად ყოფნაც გაგვიხარდება (ვოლდემორის ჯეო ვერსია), მგონი ის გვახარებს. სხვა მსოფლიო თუ დაგვხვდა დილით ჰა?! - იმედოვნებს მარიამ საჯაია.
„არა, სიკვდილისთვის პუტინიც არ მემეტება.(მატყუარა - მე)“ - ისევ ხუმრობს გოგა ხაჩიძე.