
სოციალურ ქსელში გავრცელდა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მამა სპირიდონის ქადაგება, რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.
ვიდეორგოლში ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება და ჩვენ ამისათვის უნდა ვილოცოთ.
მთავარეპისკოპოსის განმარტებით, დასავლეთს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, უკრაინაში მართლმადიდებლების ხოცვა-ჟლეტა, ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს.
უკრაინაში განვითარებული მოვლენები მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობის შედეგია.