
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა არის ფარსი და მასკარადი.
მისი აზრით, სხდომაზე არცერთ მნიშველოვან კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული და ამიტომაც არის ეს სხდომა ფარსი.
იგივე მოსაზრებას იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა ნუგზარ წიკლაური მაინც დაეწსრება სხდომას, რადგან საკითხი მნიშვნელოვანია.
ოპოზიციის მისაზრებებს არ ეთანხმება უმრავლესობა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე, ამბობს, რომ სხდომა იქნება საქმინიანი და მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის ხედვების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე, კი აღნიშნავს, რომ სხდომაზე ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვანი შეკითხვა იქნება დასმული.
ფინანსთა და ეკონომიკურ მინისტრებს "ეროვნული ბანკის" პრეზინდეტთან ერთად დღეს პარლამენტში ელოდებიან.
http://rustavi2.com/