
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი ფოტო ატვირთა და სტატუსიც დადო.
„წუხელ ღამით საშინელი ავტოავარია მოხდა, ნინა წკრიალაშვილი სიკვდილს ებრძვის“ - წერდნენ გუშინ სოციალურ ქსელში.
„აი, არადა, ვერ მოესწრებით"...
აი, ჩემს, მკვდრეთით აღმდგარ ფოტოსაც გამოგიგზავნით.
ეს წუთია გადავიღე.
ანდერძი: გორში არ დამასაფლაოთ და ეს ფოტო გამიდიდეთ“, - - ხუმრობს პასუხად ნინა წკრიალაშვილი.