
გოგა ხაჩიძე 21 მარტისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასა და ხმაურის შესახებ ახლახან მიღებულ კანონს შორის ავლებს პარალელს.
„როგორც უკვე იცით, ხმაური დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე - 40 დეციბალს, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათემდე - 30 დეციბალს არ უნდა უნდა აღემატებოდეს.
ამიტომ არ გაგიკვირდეთ, 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის რომელიმე გამომსვლელი ანთებული სახით და შემართული მუშტით თუ დაიჩურჩულებს: საქართველოს გაუმაააარ!....
თქვენც ჩურჩულითვე უპასუხეთ: ჯოს! ჯოს! ჯოს! ჩვენ ხომ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ.
21 მარტს, ყველას გელოდებით რუსთაველზე. ბიძინას უნდა ვეჩურჩულოთ!" - წერს გოგა ხაჩიძე.