
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საზოგადოება და პრესა უკვე დაუფარავად ლაპარაკობს, ხოლო დეპუტატები დაფარულად საუბრობენ.
„ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გეტყვით. პარლამენტში მავანი ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება, დეპუტატები ხმებს აგროვებენ და არის ერთი ამბავი.
იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, მიდის ბრძოლები და ღარიბაშვილის ზურგსუკან მზაკვრულ გეგმას ამზადებენ...
„ჩალიჩობენ“, რომ 15 ხმა მოიპოვონ და მიდის დეპუტატების გადმობირება.
არ ვიცი, კონკრეტულად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ვინ უღალატებს ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ ხალხთან, რომლებიც არიან სხვადასხვა ფრაქციებში კოალიციიდან“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
„ალია“