
ხუთშაბათს დეპუტატები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმენენ.
პარასკევს კი ოპოზიცის მოთხოვნით პარასკევს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა, რომლის მთავარი საკითხი ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებია.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისში ჩასვლას არ გეგმავს უმრავლესობა, სავარაუდოდ სხდომას არც მთავრობის წევრები დაესწრებიან.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის თქმით, მოქალაქეების გაღარიბების ფონზე, მთავრობის პარლამენტში არმოსვლა არის სკანდალი.
მიუხედავად ამ პოზიციისა, ნაციონალური მოძრაობა ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას მაინც გეგმავს.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ასევე მიიჩნევს, რომ მთავრობის პარლამენტში არმოსვლა არის უპასუხისმგებლობა.
http://rustavi2.com/