
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, გიგი გაჩეჩილაძე ქორეოგრაფად პროექტ „ორ ვარსკვლავში" მიიწვიეს.
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას დაშორების შემდეგ, გაჩნდა ცხოველი ინტერესი რას ფიქრობს გიგი გაჩეჩილაძე ამის შესახებ და რას აპირებს მომავალში.
ყველასთვის ცნობილია, რომ გიგის სალომესთან რვაწლიანი რომანი აკავშირებდა.
„კარგად და მშვიდად ვარ. მყავს შეყვარებული, მაგრამ არ მინდა მისი ვინაობის თქმა. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა. მგონია, რომ ცოტა უინტერესო და ბანალური გავხდი. როდესაც ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება და ქორწილი გვექნება, ისედაც ყველა გაიგებს, ვისზე ვარ შეყვარებული.
ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა ეს ამბავი. მაშინ გავიგე პირველად. არანაირი რეაქცია არ მქონია. არც მაქვს სურვილი, მათ შესახებ რამე ვიცოდე. მათი ცხოვრებით არ ვინტერესდები. რიგითი ადამიანი ვარ, რომლისთვისაც სულერთია - ერთად არიან თუ დაშორდნენ. კარგია, თუ არ დაშორდნენ, მაგრამ თუ დაშორდნენ, მე ეს არანაირად არ მეხება. ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც მე და სალომე დავშორდით და მას შემდეგ, ბევრი რამ მოხდა.
„ფეისბუქზეც" დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო? ასეთი კომენტარები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცამ მიმატოვა, მე კი ვზივარ და ველოდები. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და კარგად ვარ. მათ დაშორებასთან არაფერ შუაში ვარ,“ - აცხადებს გიგი გაჩეჩილაძე.
„რეიტინგი“