„უამრავი მინიშნება არსებობს, აწერია თუ არა ადამიანს შუბლზე უიღბლობა“

Image

 უამრავ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში თან სდევს უიღბლობა თავს იტანჯავს იმაზე ფიქრით თუ როგორ შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ, გახდეს წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს ბატონი თენგიზი, რომელიც უკვე წლებია, ეზოთერიკულ პარაფსიქოლოგიაში ამ თემებზე მუშაობს.

 

თენგიზი: საოცარი ის არის, რომ ჩემი დაკვირვებით, უიღბლო ადამიანი, რა ქონება და ავლადიდებაც არ უნდა მოიპოვოს, მაინც უიღბლოდ რჩება. უბედურება მას, რომ იტყვიან, შუბლზე აწერია და ვერაფრით გაექცევა.

 

 გამოსავალი არსებობს, მაგრამ, თუ ადამიანი თავად არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია, პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა რიცხვი 13 პარასკევს ემთხვევა.

 

ამ დროს დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. მოდი და თქვი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და სხვა არაფერი. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რათა დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე განვლოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებულები ძალიან უიღბლოები არიან და მათ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ეცარებათ ხელი.

 

ყველას აინტერესებს, სანდოა თუ არა ბედნიერების მომტანი ისეთი ნიშანი, მაგალითად, როცა ჩიტი თავზე დაგასკინტავს. ზოგიერთისთვის ამგვარ „საჩუქარს” მართლაც რაღაც პოზიტიური მოსდევს, ზოგისთვის კი – პირიქით. ასე რომ, რამე ერთიანი პროგნოზის გაკეთება, რთულია.

 

ამას უნდა დააკვირდეთ და თავად დასცადოთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე; რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, ყველაზე უტყუარია ნივთების წინასწარმეტყველება და ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. თუმცა, თუ არ ხარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, რასაკვირველია, გაგეღიმება.

 

ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. თუ ადამიანს უცვივდება ხელიდან ჭურჭელი და ტყდება, თანაც, ეს რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ თავისით ტყდება – ცუდის მომასწავებელი. ასევე, ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც საქმიან ადამიანებზეა გათვლილი და ერთგვარი წარმატება-წარუმატებლობის მიმანიშნებელი რიტუალია.

 

კერძოდ, თუ სერიოზულ საქმეზე გიწევთ წასვლა და წინასწარ გსურთ, გაიგოთ, მომგებიანი იქნება ის თქვენთვის თუ არა, ერთ უტყუარ ხერხს უნდა მიმართოთ. ალბათ, ბევრს არ სმენია ბრინჯით მკითხაობაზე და არ იცის, რომ, ამით თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხი გაგეცემათ. სხვათა შორის, ბრინჯით მკითხაობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და იაპონიაში დღემდე პოპულარული რიტუალია.

 

ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია: ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, ნელა შეანჯღრიეთ და ცოტა ხანს აცადეთ. წყალი რომ დადგება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა წრე შეკრა, კარგია, რადგან, ამ დღეს ხელი მოგემართებათ და თქვენს ყველა იდეასა თუ წინადადებას მოიწონებენ საქმიანი პარტნიორები.

 

თუ მარცვლები სამკუთხედად განლაგდა, თქვენი გეგმები სულ მალე რეალიზდება და დიდ გასამრჯელოსაც მიიღებთ. თუ ბრინჯმა ოთხკუთხედი შეკრა, ამ დღეს ყველანაირი მოლაპარაკება მშვიდად ჩაივლის და ბევრ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. მაგრამ, თუ ბრინჯის მარცვლებმა ვარსკვლავის ფორმა მიიღო ან უაზროდ გაიბნა ჭიქის ფსკერზე, მაშინ, ეს დღე ცუდია და, უმჯობესია, ყველანაირი საქმიანი წინადადებისა თუ ახალი წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ვერც პარტნიორებთან გაიტანთ თქვენსას და, ვერც საყვარელ ადამიანებთან ასცდებით კამათსა და ჩხუბს.

 

ასე რომ, თუ დილით, საქმეზე მიმავალი, ბრინჯით გაიგებთ, რა გელით, ადვილად მიხვდებით, რა დროს, ვისთან და როგორ იმოქმედოთ, რომ იღბალმა გაგიღიმოთ. მგონი, ჯობია, წინასწარ იცოდე, რას გპირდება კონკრეტული დღე და ამით ადვილად დააღწიო თავი პრობლემებსა და გაუგებრობებს. ასევე, სხვადასხვა ფერის სანთლის ალს და ხორბლის მარცვლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნია.

 

ბინაში ხორბლის გახარებით ადამიანი უკეთესობისკენ წარმართავს ცხოვრებას. ასევე, არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება. ანუ, ყოველ დღეს თავისი შესაფერისი ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური თვისება ენიჭება.

 

სწორედ იმ კონკრეტულ დღეს და, ასევე, ყოველდღე აუცილებელია, ბინაში ამა თუ იმ ბალახის სურნელი ტრიალებდეს – ეს პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თეთრი სანთლები, უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს. ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და ძალების აღდგენაში გვეხმარება. წითელ სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს და, უმჯობესია, სამშაბათს დაანთოთ, თანაც, დილის საათებში.

 

ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ნარინჯისფერი სანთლები, უმჯობესია, ოთხშაბათს აანთოთ – ეს დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობასა და ოჯახურ თანაცხოვრებაში ჰარმონიის დამყარებაში. ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა. მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ ამ დღეს. იღბლიანობაც გაიზრდება და, თან, მეტად მომთმენსა და მიმტევებელს გაგხდით.

 

ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს, საღამო ხანს არის სასურველი. ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს, მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზეს, მეგობრებთან ურთიერთობაში კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.

 

მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს; ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოა. ასე რომ, თუ კვირა დღეს ამ ფერის სანთელს აანთებთ, ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც, შეიძლება, მთელი კვირა გაგყვეთ. ყვითელი ფერის სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ კარიერაში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ და, როგორც ამბობენ, თითქოს სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ყვითელი სანთლის ანთებით თქვენ ადვილად მიაღწევთ წარმატებას კომერციულ სფეროში.

 

 მარტოობა და გაჭირვება რომ დაამარცხოთ და იღბლიანობა და წარმატება გააორმაგოთ, გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ: ხორბლის მაგიური თვისებების შესახებ უძველესი დროიდან მოდის ცნობები. მაგალითად, კარგია, თუ სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ – ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება.

 

ჩინეთში ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, მარტოობის დაძლევასა და მატერიალური კეთილდღეობის ენერგიის მოზიდვაში.

 

„თბილისელები“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !