-
2015-03-09 15:22
მსახიობ იუნა შაფათავას თქმით, ოცნება აიხდინა და თვითმფრინავში ჰქონდა სექსი.
„კარგ ხასიათზე ვიყავი, ცოტა კონიაკი დავლიე. გერმანიის აეროპორტში გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც ჩემზე ასაკით საკმაოდ პატარა იყო. მე არ გამომიჩენია ინიციატივა...
თვითმფრინავში რომ ზიხარ, ეიფორიას გრძნობ, დედამიწიდან მოწყვეტილი ხარ და რატომაც არ უნდა მოწყდე ბოლომდე ამ სამყაროს, თუნდაც სექსით? ხომ შეიძლება, ერთ წუთში თვითნფრინავი ჩამოვარდეს და ცოცხალი ვერ გადარჩე?
ინტიმის დროს კი ამ საშინელებაზე არ ფიქრობ. იმ ბიჭს სუფთა მამაკაცური აურა ჰქონდა, მე კი ძალიან კავკასიელი ქალი ვარ და საკმაოდ დიდხანს ვიყავი იმ შთაბეჭდილების ქვეშ, რაც მასთან ერთად განვიცადე ჰაერში.
კაცს თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, თვალებით უნდა ხვდებოდეს შენს სურვილებს. თუ სიმართლე გინდათ აი, სწორედ ჰაერში მივხვდი როგორი მამაკაცი მინდოდა გვერდით“, - განაცხადა იუნა შაფათავამ.
„თბილისელები“