-
2015-03-09 14:05
კვირა საღამოს რუსთავში საკანალიზაციო სამსახურის ორ თანამშრომელს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, ავტომობილი დაეჯახა.
უბედური შემთხვევის გამო ერთი მათგანი, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ჭაში ნაწილობრივ იყო ჩასული, ადგილზევე გარდაიცვალა.
ხოლო მეორე მამაკაცი, დაშავებულია. იგი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.