
რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი დანაშაულს აღიარებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დადაევი პოლიტიკოსის მკვლელობის მიზეზად მისი მხრიდან მუსლიმანობის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ეჭვი გამოთქვა დადაევის დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეჭვმიტანილი 46-ე ბრიგადაში მსახურობდა, რუსეთის ნამდვილი პატრიოტი იყო და მის წინააღმდეგ ნაბიჯსაც არ გადადგამდა.