-
2015-03-09 09:15
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, უმრავლესობაში მოქალაქეებზე ზრუნვის ნაცვლად, რამდენიმე თანამდებობაზე გამართულია შეჯიბრი და ისინი სკამებსა და კომფორტზე არიან კონცენტრირებულნი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აღნიშნული განცხადება უმრავლესობის მხრიდან კომიტეტების თავმჯდომარეებად დასანიშნ კანდიდატთა განხილვის გაჭიანურებას უკავშირდება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამის შესახებ უკვე იმსჯელეს ფრაქციებში და საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ურმავლესობას მოუწოდებს დროულად წარადგინოს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები.
http://rustavi2.com/