
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დიეგო არმანდო მარადონა ერთერთი ვენესუელური არხის Telesur-ის ეთერში, გადაცემის მსვლელობისას საყურეებითა და პომადით გამოჩნდა.
გერმანულმა ბილდმა, რომელმაც ეს ფოტო გამოაქვეყნა, იხუმრა კიდეც და ფოტოს "მამადონა" დაარქვა. შეგახსენებთ, ბოლო დროს მედია წერდა, რომ სახის კანის გაახალგაზრდავების მიზნით 54 წლის მარადონამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ეს ცნობა თავად მარადონას არ დაუდასტურებია.