
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა - „უფასო ფულის“ შესახებ ჩააგდო.
უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ხაჩიძის კანონპროექტი აბსურდი და სისულელეა.
უმრავლესობას არც „ნაციონალი“ დეპუტატი ჩამორჩა და მათ ბუსუსებიანი პრეზერვატივი შეახსენა, რომელზეც მთელი პარლამენტი მსჯელობდა.
ხოლო რაც შეეხება „უფასო ფულს“, ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის საუბრობდა და ამომრჩეველს „უფასო ფულის“ დარიგებას ჰპირდებოდა, რაც დღეს არ სრულდება.
გოგა ხაჩიძის „წიაღსვლები ახლო წარსულიდან“ უმრავლესობის წევრს, ომარ ნიშნიანიძეს არ მოეწონა და ინანა, თავის დროზე საპარლამენტო უმცირესობას ბუსუსებიანი პრეზერვატივები თავზე რომ არ წამოაცვა: „ჩვენი დანაშაულია, ეს პრეზერვატივები თავზე რომ არ წამოგაცვით.
რაც წაიღეთ ქვეყნიდან, უკან დააბრუნეთ “, - აღნიშნა მან.