
რუსული ტელეარხი НТВ სიუჟეტს უძღვნის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ორცოლიანობისა და მისი პირადი დოკუმენტების ანგარების მიზნით გამოყენების ბრალდების ავტორს ინგა პავლოვას. ამის შესახებ სიუჟეტი გავიდა გადაცემაში "სეგოდნია", ხოლო თემა მოხვდა ისეთ მიმოხილვით პროგრანაში, როგორიცაა "დღის ანატომია".
"ბიძინა ივანიშვილს ორცოლიანობისთვის არა ციხე, არამედ მილიარდიანი კომპენსაცია ემუქრება, რომელსაც მისგან ყოფილი ცოლი, რუსეთის მოქალაქე ინგა პავლოვა ითხოვს. განქორწინებიდან ოცი წლის შემდეგ მან ყოფილი მეუღლე ორცოლიანობაში დაადანაშაულა", - ეს სიუჟეტის შემყვანი ტექსტია.
"ქართული ოცნების" ლიდერს არაერთხელ გაუცხადებია თავისი რწმენის შესახებ, მაგრამ მაინც, რაღაც, არაქრისტიანულად გამოვიდა: თუ მის ყოფილ მეუღლეს დავუჯერებთ, ბიძინა ივანიშვილი ორჯერ დაქორწინდა, სულ რაღაც თვეების განსხვავებით", - ნათქვამია სიუჟეტში და იქვე მითითებულია, რომ პარიზიდან გამოთხოვილი დოკუმენტები ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინებას ადასტურებს.
სწორედ ამიტომ, ინგა პავლოვას სურს, კომპენსაცია მიიღოს, რადგან მისი სახელი და პირადი დოკუმენტები დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა უკანონო გარიგებებისთვის.