
იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ცნობით, გემზე, რომელსაც პორტ „იღუმენიასთან“ ცეცხლი გაუჩნდა, 7 ქართველი იმყოფებოდა.
ხუთი მათგანის ევაკუაცია მოხერხდა, ორი კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.
არსებული ინფორმაციით, დაკარგულთა შორის მამა ილია კარტოზიაა, რომელსაც მაშველები ეძებენ.
თუმცა, მამა ილია კარტოზიას გემზე ყოფნას და მის დაკარგვას არ ადასტურებს საქართველოს საპატრიარქო.