
წუხელ ბათუმში, ევროპის მოედანზე საზეიმოდ ანთებულ საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი სწორედ იმ დროს გაუჩნდა, როდესაც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მას ფოტოებს უღებდა.
არსებული ინფორმაციით, ნაძვის ხეს ცეცხლი დაზიანებული ელექტროსადენებიდან გადაეკიდა.
ბათუმის სახანძრო სამსახურმა ცეცხლი 10 წუთში ჩააქრო.