როგორ გადაურჩა 2006 წელს ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი კატასტროფას

Image

„კვირის პალიტრა“ ვებგვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს მემანქანესთან, რომელმაც 2006 წელს 500 მგზავრის სიცოცხლე იხსნა. ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი ეთერ ერაძე წერს, რომ მას ამის თაობაზე წერილით შეატყობინეს, მერე კი მემანქანე მოძებნა და ესაუბრა.

 

გაიოზ გორჯოლაძე:

 

- 2006 წელი იყო. მორიგემ მანიშნა და რკინიგზის სკრა-გორის მონაკვეთზე დავძარი სატვირთო შემადგენლობა, რომელსაც აალებადი საწვავი მიჰქონდა. ეს ძალზე საშიში ტვირთია. თანაც სატვირთო მატარებლები სამგზავროზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობენ, მათი სიჩქარის აწევა სარისკოა, ამიტომ ლიანდაგზე, რომელზეც სატვირთო მატარებელი მიდის, სამგზავრო რამდენიმე საათის შემდეგ უნდა გაუშვა, რათა რაიმე კატასტროფა არ მოხდეს.

 

გულდაიმედებული მივდივარ და უეცრად რაციის წყვეტილი ხმა მესმის, - თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის  მემანქანე მორიგეს ეკითხება, - ამა და ამ ლიანდაგზე ვარ და რომელ მონაკვეთში შემოვიდეო. როცა მემანქანეს არ ეხება, ასეთ სიგნალებს ყურს არ უგდებს ხოლმე, მე კი, რატომღაც, ყველა ხმას ვისმენ. ეს გავიგონე თუ არა, ჩაქუჩივით დამკრა თავში, - მე ხომ ზუსტად ამ მონაკვეთში ვმოძრაობ-მეთქი! თუ სიჩქარეს არ მოვუმატებდი, თბილისი-ზუგდიდი რამდენიმე წამში დამეწეოდა, მერე კი ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახებოდა და მსხვერპლიც ძალიან დიდი იქნებოდა.

 

რაცია მოვიმარჯვე და სადგურის მორიგეს ვუბღავლე, - ზუგდიდის მატარებელი გააჩერე, უკან მომდევს-მეთქი. მერე კი გავიფიქრე, რაც მოხდება, მოხდეს, ჩემი - ერთი კაცის სიკვდილი სჯობია იმდენი ხალხის დახოცვას-მეთქი და სიჩქარეს მოვუმატე. გადავრჩით - არც ჩემი შემადგენლობის ვაგონები გადაცვივდა და ზუგდიდი-თბილისის მემანქანემაც შეძლო სიჩქარის შენელება. მერე ეს ამბავი რკინიგზაშიც შეიტყვეს და სიგელი მომცეს“.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !