-
2014-11-29 17:43
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „24 საათი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ინციდენტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გამთენიისას მოხდა.
გადაღებიდან დაბრუნებულ ერეკლეს უცხო პირები შორიდან მიესალმნენ, სალამზე ერეკლემ სალმით უპასუხა, თუმცა უცხოების მხრიდან სალამს გინება დაემატა, რასაც მწერალმა ადეკვატურად უპასუხა.
„სახეზე მიცნეს, იყვნენ მთვრალები, მომიწია ხუთ კაცთან მარტოს ჩხუბი და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემი მისამართით გაისროლეს, რაც დადასტურდა იმით, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო მასრები“, - აცხადებს ერეკლე დეისაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელია.