როგორ აფასებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ღარიბაშვილის და მარგველაშვილის პოზიციებს

Image

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მარგველაშვილის ჟესტის პასუხად ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში განიხილავენ.

 

გოგა ხაჩიძე: "შეხედე რაა...
პრეზიდენტი მარგველაშვილი, შეეცადა რეალურად განემუხტა სიტუაცია და სახე შეენარჩუნებინა.
ამის პასუხი ნახეთ, წიხლი უკრა ჟესტზე...
(ბიჭო, რა ბოღმაა ტიპი... )"

გივი თარგამაძე: პრეზიდენტმა მორიგი თითი მოკაკვა და პრემიერს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება გადაულოცა. ჰაკიმმა ეს ამბავი სატახტო ქალაქში შეიტყო და აქოცდა - მე გადმოსალოცი რა მჭირსო, შეიტენოს უკანო, მცხეთას ვდგავარ და ფაშა ვარ, რასაც მინდა, იმას მოვაწერ ხელსო და მაშინათვე ჩვენი მიმართულებით დაიწყო თითების ქნევა, მოსასმენს გიპოვით და მაგრად დაგსჯითო. შვილო, ეგ თითი მოილოკე და ჯერჯერობით ჰაერზე გეჭიროს. მიხვდები, ქარი საით უბერავს. დანარჩენს მერე გეტყვი.


ეკა ხერხეულიძე: პრეზიდენტი - "ეს არის დათმობა"
პრემიერი - "არაფერი მჭირს ვინმეს დასათმობი"
ორივე ბედკრული "ქართული ოცნების" შვილები არიან.


უმცირესობის წარმომადგენელთა პათოსს იზიარებს ამ საკითხთან მიმართებაში ტელეწამყვანი თამარა ჩერგოლეიშვილიც:


"სანამ ეკონომიკა იშლება, კრიმინალი იზრდება, მავთულხლართები იხლართება, მოქალაქეებს გვტაცებენ... ეს ორი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პიროვნება, რომელთაგან ერთი შემთხვევით პრეზიდენტია და მეორე შემთხვევით პრემიერი გახდა, ერთმანეთთან ჩხუბობს".


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილების ერთჯერადად გადაცემის შესახებ ასე უპასუხა:


„არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„ამბები.ჯი“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !