-
2014-05-29 17:04
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ეხმიანება აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას და წერს, რომ იქ ყირიმის სცენარის გათამაშება ჭაობში რუსეთის ჩაფლობას გამოიწვევს, ხოლო სეპარატისტებისთვის - გამანადგურებელი აღმოჩნდება.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ბაჩო ახალაიას განცხადებას:
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.
ცნობისთვის, ანქვაბი მოიაზრება უფრო "პროაფხაზურ" ფიგურად, ხოლო ხაჯიმბა არის რუსეთის ჩვეულებრივი აგენტი. ამ ინფორმაციას ფლობს საქართველოს სპეცსამსახურები და ვთვლი, უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამაც.
იქნება ეს ანქვაბი, ხაჯიმბა თუ სხვა ვინმე, მინდა გავაფრთხილო და მათთან ერთად რუსეთის ფედერაცია, რომ თუ შეეცდებიან აფხაზეთში ყირიმის სცენარის გამეორებას, ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთ ქმედებაზე პასუხი არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
რუსეთის მიერ აფხაზეთში ყირიმის სცენარის გამეორება გამოიწვევს რუსეთის ჩაფლობას უდიდეს ჭაობში და სეპარატისტებისთვის, შეიძლება, საერთოდაც გამანადგურებელი აღმოჩნდეს“