სერგი კაპანაძე: აფხაზეთში ყირიმის სცენარის გათამაშება რუსეთისთვის მარტივი არ იქნება, თუმცა, შეეცდება

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთერთი დამფუძნებელი სერგი კაპანაძე აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და წერს, რომ საქართველო განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ოკუპანტი რუსეთის პოზიციას. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის არ იქნება მარტივი აფხაზეთში ყირიმის სცენარის გათამაშება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამას შეეცდება.

 

„ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ღრმა ანალიზი სჭირდება ამ ყველაფერს და არა ზედაპირული კომენტარების გაკეთება.

 

აფხაზეთში ანქვაბმა რეალურად მოახდინა ხელისუფლების თავის ხელში კონცენტრაცია და, როგორც ჩანს, ბევრი თანამოაზრე იმის გამო ჩამოცილდა, რომ ისინი არ მიაკარა ხელისუფლებას, ანუ "თბილ ადგილებს".

 

მან ასევე ბევრი ფული ჩადო ისეთ პროექტებში, საიდანაც ფული კარგად იპარებოდა, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი არ ჰქონდა დიდი (სტადიონები, ინფრასტრუქტურა, რემონტები და ა.შ.).

 

ამან მას ყველაზე ახლო მეგობრებიც კი ჩამოაშორა, რადგან, კარგად გვესმის, რომ სოხუმში საბიუჯეტო ფულის "ტკბილია" და ყველას სურს თავისი წილი.

 

მეორე თემა, რის გამოც, მოხდა დიდი დაპირისპირება, იყო გალის მოსახლეობა. ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებო თემაა. გალელები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან სადაც ცხოვრობენ, იქ მათ ცუდად ეპყრობიან და ცუდი პირობები აქვთ, აქეთ კი ინტეგრაციას ვერ ახდენენ, რადგან სახლები და ოჯახები იქეთ აქვთ.

 

ანქვაბმა რამდენიმე წლის წინ გაბედა და გალის მოსახლეობას აფხაზური პასპორტები დაურიგა. ეს ერთის მხრივ, ცუდი იყო, რადგან იძულებით პასპორტიზაციას ნიშნავდა, მაგრამ მეორე მხრივ, სუფთა ადამიანურად თუ შეხედავ, გალელებისთვის ცუდი არ იყო, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ აფხაზეთში.

 

ეს პასპორტიზაცია ხელზე დაიხვია ოპოზიციამ, რომლებმაც მოითხოვეს, რომ გალელებისთვის პასპორტები ჩამოერთმიათ. მოთხოვნები მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, გალელების გამოყრა, მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა, არჩევნებში ხმის უფლების წართმევა, მათი იძულება, რომ საქართველოსგან მოეტანათ ცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ა.შ.

 

საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ანქვაბს ყველა წინ აღუდგა, მათ შორის, ტრადიციული, კგბ-სთან შეკრული ე.წ. აფხაზური ოპოზიცია, მისი ყოფილი თანამოაზრეები და ეთნიკური საკითხით შეიარაღებული სხვა ჯგუფები. როგორც ჩანს, ეს ოპოზიცია ახლა იმარჯვებს.

 

ამ ყველაფერში არ უნდა დაგვავიწყდეს ოკუპანტი რუსეთის პოზიცია. გუშინ ჟირინოვსკის ვინც უსმინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის სერიოზული პოლიტიკოსი, ნახავდით, რომ არც თუ ისე შორსაა მოსკოვისთვის ის აზრი, რომ აფხაზეთი უფრო დამოკიდებული გახდეს მოსკოვზე.

 

თუ სოხუმში არეულობა გაგრძელდა, ისინი ნამდვილად შეეცდებიან ამ არეულობით სარგებლობას და ისეთი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც მომხრე იქნება რუსეთთან მეტი ინტეგრაციის.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სერგეი შამბას ძმამ ტარას შამბამ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ასოცირება უნდა მოვახდინოთო. ამ განცხადებას სოხუმში საკმაოდ მკაცრი განცხადებები და რეაქციები მოჰყვა ყველასგან. ამიტომ, რუსეთისთვის არ იქნება ისე მარტივი ყირიმის სცენარის გათამაშება. თუმცა, ამას რომ შეეცდება, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

 

ამიტომ, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ:

 

ა) საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ გალის მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რადგან ეთნიკური კარტის გათამაშება ხდება და ასეთ დროს ყველაფერი მოსალოდნელია.

 

ბ) რუსეთის სავარაუდო მცდელობები, რომ სოხუმში რუსეთთან ინტეგრაციაზე ორიენტირებული ხელისუფლება მოიყვანოს, უნდა იქნას აფიშირებული და ყველამ უნდა გაიგოს ეს საფრთხე (აქ საინტერესო ისაა, რომ თბილისის და სოხუმის დიდი ნაწილის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს - რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმა არაა არავის ინტერესში).

 

გ) ჩვენ ვიყოთ მზად, რომ ყველა მშვიდობიანი მექანიზმი, პირველ რიგში, დიპლომატიური, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გალის მსოახლეობა იქნას დაცული და მარტივად რომ ვთქვათ მათ "თავი დაანებონ".

 

პ.ს. ეს იმისთვის დავწერე, რომ ეს დღეები ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ იწერება და ზოგადად ჩანს, რომ ძალიან ზედაპირულად უყურებს ბევრი იმას რაც სოხუმში ხდება. . .“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !