
,,ბიძინა ივანიშვილი ყველა ამპლუაში ძალიან ნიჭიერი იქნება“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი თოქ-შოუს წაიყვანს.
"არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა უნივერსალური ადამიანია და ყველა ამპლუაში მგონია, რომ იქნება ძალიან ნიჭიერი და ძალიან საინტერესო. "-ამბობს ბესელია.
ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანას გეგმავს, არც უარყოფს და არც ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი. როგორც მან ,,ნეტგაზეთს განუცხადა“ , თუ არასამთავრობო ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის, ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.